top of page

Mitsubishi Experience Day - 26 სექტემბერს, ლილო არენაზე

Sep 21
1 min read

2026 წლის 26 სექტემბერს Mitsubishi Georgia ლილო არენაზე „Mitsubishi Experience Day“-ს გამართავს. ღონისძიება ავტომობილების მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს, Mitsubishi უშუალოდ მართვისას გაიცნონ და დღე აქტიურ, არაფორმალურ გარემოში გაატარონ.


სტუმრებს ორი განსხვავებული მართვის გამოცდილება ელოდებათ: Paddock — ავტომობილის მანევრირებისა და მართვის შეგრძნებების გასაცნობად, და Off-road Experience — უგზოობის მარშრუტზე Mitsubishi-ს შესაძლებლობების გამოსაცდელად. ორივე აქტივობის დროს მონაწილეები თავად მიუჯდებიან საჭეს.


ღონისძიების პარტნიორები არიან Bur Hub და საქართველოს ბანკი (BOG). Bur Hub ადგილზე მოაწყობს ბარს და სტუმრებს Welcome Drink-ს, კოქტეილებსა და ლუდს შესთავაზებს. საქართველოს ბანკი კი ბრენდირებული სივრცით იქნება წარმოდგენილი.


მთავარ ზონაში ასევე დაგეგმილია კვების სივრცე და პუფებით მოწყობილი დასასვენებელი კუთხეები, სადაც სტუმრები აქტივობებს შორის დასვენებასა და ერთმანეთთან შთაბეჭდილებების გაზიარებას შეძლებენ.


როგორ დარეგისტრირდეთ


რეგისტრაციისთვის ეწვიეთ https://mitsubishi-experience.com/event-list.


აირჩიეთ სასურველი ფორმატი: Event Attendance — ღონისძიებაზე დასწრება, Paddock ან Off-road Experience.


მართვის აქტივობის არჩევისას მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ხელმისაწვდომი დრო.


აირჩიეთ ბილეთის რაოდენობა და დააჭირეთ Checkout-ს.


შეავსეთ სახელი, გვარი და ელფოსტა, შემდეგ დააჭირეთ Next-ს და გაიარეთ გვერდზე მითითებული დარჩენილი ნაბიჯები.


შეხვედრის ადგილი: ლილო არენა

თარიღი: 26 სექტემბერი, 2026

 
 
 

Comments


bottom of page